top of page

მსხლის ნამცხვრი ნუშით და თაფლით


დაგვჭირდება:

3 კვერცხი

30 გ კარაქი

30 მლ ზეითუნის ზეთი

100 მლ თაფლი

2 ს.კ. ყავისფერი შაქარი

0,5 ჩ.კ. ნუშის ექსტრაქტი

2-3 მსხალი

1 ჩ.კ. დარიჩინი

სოდა ძმრით

მწიკვი მარილი

250 გ ნუშის ფქვილი

50 გ ფქვილი

2 ს.კ. დანაწევრებული ნუში

კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ და გადავდოთ. ცალკე ავთქვიფოთ გულები, დავუმატოთ თაფლი, ზეთი და დარბილებული კარაქი. დავუმატოთ ნუშის ექსტრაქტი, სოდა ძმრით, მწიკვი მარილი.

მსხვალი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, მოვაყაროთ შაქარი,დარიჩინი და მოვურიოთ. შევურიოთ ცომს. შემდეგ შევურიოთ ფქვილი, ნუშის ფქვილი, ბოლოს კი ფრთხილად შევურიოთ ათქვეფილი ცილა,

გადავიტანოთ საცხობ ფორმაში და მოვაყაროთ დანაწევრებული ნუში.

ვაცხობთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page