top of page

ხორცის ტაჯინი გოგრით ჯეიმი ოლივერის რეცეპტით


ერთდროულად ცხარე და ტკბილი, არომატული და ძალიან გემრიელაი ტაჯინი საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია.

დაგვჭირდება:

500-600 გ საქონლის ხორცი

700-800 გ გოგრა

პატარა კონა ოხრახუში

1 ს.კ. გახეხილი ჯინჯერი

1 თავი ხახვი

100 გ შავი ქლიავის ჩირი 700-800 მლ ბოსტნეულის ბულიონი

1 ს.კ. დარიჩინი

1 ს.კ. პაპრიკა

1 ს.კ. ძირა

1 ს.კ. სუნელების ნაკრები რას ელ ჰანუტ

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

2 ს.კ. ნუშის ფოთლები

1 ქილა (400 გ) კანგაცლილი პომიდორი თავის წვენში

1 ქილა (400 გ) კონსერვირებული ნუტი

მარილი

შავი წიწაკა

მარილი, წიწაკა და ყველა სუნელი ერთად შევურიოთ და კარგად წავუსვათ ხორცს. შემდეგ გადავაკრათ პლასტიკი და შევინახოთ მაცივარში 2 საათით ან სულაც მთელი ღამით.

კარგად გავახუროთ ტაჟინი და მოვასხათ ზეთი. შემდეგ მოვბრაწოთ ტაჯინში ხორცი ყველა მხრიდან. შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ერთი -ორი ღერი ქინძი, ერთ ხუთ წუთში- ნუტი და პომიდორი, დავასხათ ნახევარი ბულიონი და კარგად მოვურიოთ. მივიყვანოთ ადუღებამდე და ვთუშოთ 1,5 საათი. შემდეგ დავუმატოთ კუბებად დაჭრილი გოგრა, შავი ქლიავის ჩირი და დარჩენილი ბულიონი. დავაფაროთ თავსახური და კიდე ერთი საათნახევარი ვთუშოთ. ამის შემდეგ ხორცი დარბილდება და ჩაიშლება. მოვაყაროთ მოხალული ნუში და წვრილად დაჭრილი ქინძი. ტაჯინს ძალიან მოუხდება კუსკუსი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page