წითელ ღვინოში მოთუშული საქონლის ხორცი ფორთოხლის ცედრით
დაგვჭირდება:
1 კგ რბილი საქონლის ხორცი
1 დიდი ქილა ნგაცლილი პომიდორი საკუთარ წვენში
3-4 საშუალო კატოფილი
2 სტაფილო
1-2 თავი ხახვი
4-5 კბილი ნიორი
500 მლ ბულიონი
300 მლ წითელი მშრალი ღვინო
2 ს.კ. ფქვილი
1 ჩ.კ. ვუსტერის სოუსი
ნახევარი ფორთოხლის ცედრა
1-2 დაფნის ფოთოლი
3-4 ღერი ბეგქონდარა (ან ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი)
2-3 ს.ზეითუნის ზეთი
50 გ კარაქი
მარილი
შავი წიწაკა
ნაღების სოუსისთვის:
100 გ არაჟანი
100 გ მაღალცხიმიანი ნაღები
ნახევარი ფორთოხლის ცედრა
1-2 ღერი მწვანე ხახვი
2-3 ღერი ოხრახუში
1 ჩ.კ. მდოგვი
მარილი
შავი წიწაკა
ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად. ფქვილს შევრიოთ მარილი და წიწაკა და ამოვავლოთ ამ ფქვილში ხორცის ნაჭრბი.
სქელძირიანი ტაფა გავახუროთ ცეცხლზე, მოვასხათ ზეთი, დავუმატოთ კარაქი და შევბრაწოთ ყველა მხრიდან ხორცი. შემდეგ დავუმატოთ ღვინო, ვუსტერის სოუსი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მსხვიდ დაჭრილი ხახვი, ფორთოხლის ცედრა, დაფნა, ბეგქონდარა, პომიდორი და ბულიონი. ვთუშოთ ხორცი დაბალ ცეცხლზე დაახლოებით ერთი საათი, შემდეგ კი დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო და ვთუშოთ კიდე ერთი საათი-საათნახევარი. ხორცი კაგად რომ დარბილდება, გამოვრთოთ ქურა.
ნაღების სოუსის მოსამზადებლად, არაჟანი და ნაღები შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ მდოგვი, ცედრა, წვრლად დაჭილი ოხრახუში და მწვანე ხახვი, მარილი, წიწაკა. და მოვასხათ ეს სოუსი მოთუშულ ხორცს მირთმევის წინ.
გემრიელად მიირთვით!