top of page

შტოლენი ძველებური გერმანული რეცეპტით


დრეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს შევუდგებით- კლასიკურ დრეზდენულ შტოლენს გამოვხობთ ძველებური რეცეპტით. თან ნამდვილი მარციპანის მომზადებასაც ვისწავლით.

დაგვჭირდება:

1200-1300 ფქვილი

3 ს.კ. საფუარი

400 მლ რძე

500 გ კარაქი

3 კვრცხი

300 გ შაქარი

300 გ ნუშის ფქვილი

3 ლიმონის ცედრა

ვანილი

0.5 ჩ.კ. მუსკატი

0,5 ჩ.კ. კარდამონი

2-3 წვეთი რომის ესენცია

მწიკვი მარილი

500 გ ქიშმიში

250 გ შტოშის ჩირი

250 გ ლიმონის და ფორთოხლის ცუკატბი

100 მლ რომი

მარციპანისთვის:

1 ჭიქა ნუში

1 ჭიქა შაქარი

100 მლ წყალი

1-2 ს.კ. ნუშის ლიქიორი ან 2 წვთი ნუშის ესნცია

ცალკე 50 გ კრაქი

შაქრის პუდრა

პირველ რიგში, ქიშმიში და ალუბლის ჩირი ჩავალბოთ რომში და დავტოვოთ ასე ერთი-ორი საათი, ან სულაც მთელი ღამით.

ამასობაში, მოვამზადოთ მარციპანი: გაცილეით მარტივია თუ გამოვიყენოთ ნუშის ფქვილს, მაგრამ დღეს ჩვენ ყველაფერს ჩვენი ხელით ვამზადებთ და თან ჯადოსნურ საშობაო რამე-რუმეებზე ვფიქრობთ .

ნუშის ფქვილის მოსამზადებლად ნუში ორი წუთით ჩავდოთ მდუღარე წყალში, შემდეგ კი გავავლოც ცვი წყალი და გავფცქვნათ. ძალიან იოლად გაეცლება კანი. გასუფთავებული ნუში ოდნავ შევაშროთ ტაფაზე (2 წუთი საკმარისი იქნება, ნუში არ უნდა მოიხალოს), შემდეგ კი დავფქვათ. სულ ესაა.

ახლა კი მარციპანი: შაქარს დავასხათ წყალი და მოვხარშოთ სიროპი. სიროპის მზადყოფნა შევამოწმოთ ასე: ერთი წვეთი სიროპი დავაგორგოლოთ ხელში, თუ პატარა ბურთულა შეიკვრება, სიროპი მზადაა. ჩავყაროთ სიროპში ნუშის ფქვილი, დავამატოთ ლიქიორი ან ესენცია და კარგად მოვურიოთ. ვხარშოთ ერთი სამი წუთი, მასა გასქელდება. გამოვრთოთ ქურა, გავაგრილოთ მარციანი და გადავახვიოთ პლსტიკში, რადგან ის მალე ხმება.

შევუდგეთ ჩვენ შტოლენს: ცოტა ფქვილი, საფუარი, 1 ს. შაქარი და ცოტა თბილი წყალი გავხსნათ ერთად, გადავაფაროთ ჩაის ტილო და ვაცადოთ 10-15 წუთი. საფუარი რომ ამუშავდება, ჩავასხათ ეს მასა ფქვილიან ჯამში და ნელ-ნელა ხის კოვზით დავიწყოთ მორევა. აქვე დავუმატოთ თბილი რძე და დამდნარი კარაქი, შემდეგ დაფქული ნუში, თითო-თითო კვერცხი, ვანილი, ლიმონის ცედრა, სუნელები, რომის ესენცია, შაქარი, ლიმონის და ფორთოხლის ცუკატები, შემდეგ ჩამბალი ქიშმიში და ალუბალი, მწიკვი მარილი, და ამ ყელფრის შემდეგ, დავიწყოთ ხელით ზელვა. ერთი 10-15 წუთი მაინც უნდა ვზილოთ. ამასობაში ცომი პრიალა გახდება. გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავასვენოთ ერთი 2-3 საათი სითბოში. უნდა ამოფუვდეს.

მარციპანის მასა მოვზილოთ ხელით, რომ დარბილდეს, გადავიტანოთ დაფაზე, რომელზეც მოვაყრით შაქრის პუდრას და დავაგორგოლოთ ძეხვივით.

ცომი გავყოთ სამ ნაწილად, სათითაოდ გავაბრტყელოთ, შუაგულში მოვათავსოთ მესამედი მარციპანი და გადავაფაროთ მას ჯერ ერტი მხრიდან ცომი, შემდეგ მეორედან. ვითომ ჩვილს ვფუთავთ- შტოლენი ხომ ჩვილი ქრისტეს სიმბოლოა.

გადავიტანოთ ჩვენი შტოლენი საცხობ ქაღალდზე, გადავაფაროთ ჩაის ტილო და კიდე ერთი 10-15 წუთი გავაჩეროთ. შემდეგ გამოვაცხოთ 175 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი.

გამომცხვარ ცხელ შტოლენს გადავუსვათ გამლღვალი კარაქი და მოვაყაროთ ბლომად შაქრის პუდრა. რომ გაგრილდება, კიდე მოვაყაროთ პუდრა, შემდეგ გავახვიოთ ფოლგაში, ჩავდოთ კონტეინერში და გავაჩეროთ ასე 2-3 კვირა, შობამდე.

საშბაოდ გავხსნათ ჩვენი შტოლენი, ისევ მოვაყაროთ შაქრის პუდრა და ყველაზე კეთილ და საყვარელ ადამიანებს გავუმასპინძლდეთ.

ბედნიერ შობას გისურვებთ!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page