top of page

მიუსლი ხილით, ნუშით და მაწვნიათ


ზამთრის დღესასწაულების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი საკვები. გარდა ამისა,ზამთრის სეზონზე, რომელიც ღარიბია ვიტამინებით და ზაფხულის არომატებით, კენკრა განსაკუთრებით სასიამოვნო ბონუსია ჩვენი ორგანიზმისთვის. და, რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს საოცარი ქართული პროდუქტი- მაწონი, რომლის სასარგებლო თვისებებზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ.

მაგრამ ჩვენ საუბრის ნაცვლად ყველა ამ პროდუქტს გამოვიყენებთ და დღეს ასეთი სასარგებლო, გემრიელი და ძალიან მარტივი საუზმით დავიწყებთ. თუმცა, ვახშამზე და ლანჩზეც მშვენიერი იქნება ჩვენი მიუზლი მაწვნით და ხილით.

2 ულუფისთის დაგვჭირდება:

ნახევარი ჭიქა შვრიის მიუსლი

2 ჭიქა ქართული მაწონი

ნახევარი ჭიქა კენკრა (ზამთრის სეზონზე გაყინული გამოვიყენოთ)

2 ს.კ. ბროწეული

2 ბანანი

2 ს.კ. თაფლი

50 გრ ნუში

მაწონში გავხსნათ თაფლი და დავამატოთ მიუსლი. მოვურიოთ, დავაფაროთ თავზე და შევდოთ 15 წუთით მაცივარში.

თხლად დაჭრილი ნუში ოდნავ მოვხალოთ.

გაფუებული მიუსლი გამოვიღოთ, გავანაწილოთ 2 ულუფად და მოვაყაროთ კენკრა, ბროწეული, თხლად დაჭრილი ბანანი და ნუში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page