წითელი კომბოსტო სუნელებით და ვაშლით
ზამთრის სეზონზე, როცა ცხიმს და ღორის ხორცს მეტად მოვიხმართ, მოთუშული კომბოსტოს გარნირები განსაკუთრებით აქტუალურია. დღესაც ერთ-ერთ ასეთ გარნირს მოვამზადებთ.
დაგვჭირდება:
1 საშუალო თავი წიტელი კომბოსტო
1-2 თავი წითელი ხახვი
1 ვაშლი
1 კომში
1 ჩ.კ. დარიჩინი
დანის წვერზე მიხაკი
1 ს.კ. ყავსფერი შაქარი
100 გ შტოშის ჩირი (ალუბალი ან კოწახურიც გამოდგება)
150 მლ ვაშლის წვენი
მარილი
წიწაკების მიქსი
კომბოსტო თხლად დავჭრათ, დავუმატოთ თხლად დაჭრილი ხავი, კუბებად დაჭრილი ვაშლი და კომში, სუნელები, შაქარი, მარილი, წიწაკები და ჩირი. მოვასხათ ვაშლის წვენი და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე დარბილებამდე.
ასეთი მოთუშული კომბოსტო განსაკუთრებით უხდება შემწვარ იხვს, ბატს, ინდაურს და ღორის ხორცს.
გემრიელად მიირთვით!