ბრანდენბურგის ყველის სალათი
დაგვჭირდება:
1 მაგარი ვაშლი
1 მაგარი მსხალი
200 გ ყველი ემენტალი
2 ს.კ. ნუში
ნახევარი ლიმონის წვენი
1 ს.კ. დიჟონის მდოგვი
50 გ შინაური მაიონეზი
2 ს.კ. არაჟანი
მარილი
ნახევარი ჩ.კ.შაქარი
წიწაკების მიქსი
ვაშლი და მსხალი გავთალოთ და თხელ ჩხირებად დავჭრათ, მოვასხათ ლიმონის წვენი.
ასევე დავჭრათ ყველი.
ნუში დავაბლენდეროთ, მაგრამ ფქვილად არ უნდა ვაქციოთ.
ყველაფერი შევურიოთ ერთმანეთს და მოვასხათ დრესინგი, რომელის მოსამზადებლადაც მაიონეზს, არაჟანს, 1 ს.კ. ლიმონის წვენს, მდოგვს, მარილს,შაქარს და წიწაკებს ერთად ავთქვიფავთ.
გემრიელად მიირთვით!