top of page

იტალიური ლიმონის ნამცხვარი torta caprese bianca


დილა არაჩვეულებრივი სიცილიური ყავით დავიწყეთ და ასეთ ყავას განსაუთრებით მოუხდება არომატული და გემრიელი იტალიური ნუშის და ლიმონის ნამცხვარი.

დაგვჭირდება:

4-5 კვერცხი

150 გ შაქარი

200 გ კარაქი

2 ს.კ. ნაღები

200 გ თეთრი შოკოლადი

4 ლიმონის ცედრა

40 გ ლიმონჩელო ან ჩვეულებრივი ლიმონის წვენი

ვანილი

300გ ნუშის ფქვილი

50 გ სახამებელი

შაქრის პუდრა

კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ დარბილებული კარაქი.

ორთქლზე გავალღვოთ თეთრი შოკოლადი ნაღებთან ერთად და დავამატოთ ესეც ცომს. შემდეგ ვუმატებთ ლიმონის ცედრას და წვენს, ვანილს, ბოლოს კი სახამებელს და ნუშის ფქვილს.

ფორმას ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი და გადავიტანოთ ცომი. ვაცხობთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით ნახევარი საათი.

გაგრილებულ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page