top of page

ყავა ლიმონით და დარიჩინით


ყავა თავისთავად ძალიან არომატული და გემრიელი სასმელია, მაგრამ ხანდახან გვიჩნდება სურვილი ჩვეული გემო რაღაცით გავამრავალფეროვნოთ. ამიტომ დღეს ესპრესოს ცოტაოდენ დარიჩინს და ლიმონის წვენს დავუმატებთ და ამ უგემრიელესი სასმელით დავიწყებთ დილას.

ასეთი ყავა სიცილიაში უყვართ. კუნძული, რომელმაც მარიო პიუზოს მაფიოზური რომანების დამსახურებით გაითქვა სახელი, ჩევნთვის გაცილებით საინტერესოა გასტრონომიული კუთხით: სიცილიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ზეითუნის ზეთს, ნაყინს და ღვინოებს ამზადებენ. ცნობილი ლიმონჩელო და მარსალაც სწორედ სიცილიურია.

ჩვენი დღევანდელი ყავა- ესპრესო სიცილიანაც ასევე ძალიან გემრიელი და არომატულია.

სხვათაშორის, თავის ტკივილსაც კარგად უმკლავდება, ასე რომ, თუ შაკიკი თქვენი ცხოვრების თანამგზვარია, მისი სტუმრბის დროს აუცილებლად მიირთვით ყავა დარიჩინით და ლიმონით.

დაგვჭირდება:

2 ჩ.კ. კარგი ყავა

120 მლ წყალი

1 სავსე, თავიანი ჩ.კ. შაქარი

დანის წვერზე დარიინი

2 ჩ.კ. ლიმონის წვენი

ჯეზვე დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ჩავყაროთ შაქარი. შაქარი რომ დაიწყებს ლღვბას, დავუმატოთ დარიჩინი, ყავა და დავასხათ მდუღარე წყალი. კარგად მოვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. ყავა რომ ადუღდება, გამოვრთოთ ქურა.

ჭიქაში ჩავწუროთლიმონის წვენი და დავასხთ ყავა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page