ბრიოში მოხარშული კრემით და ქიშმიშით
ცომისთვის დაგვჭირდება:
5 კვერცხი
2 ს.კ. საფუარი
20 მლ რძე
50 გ შაქარი
250 გ კარაქი
500 გ ფქვილი
1 ჩ.კ. მარილი
200 გ ქიშმიში
50 მლ რომი ან კონიაკი
მოხარშული კრემისთვის:
500 მლ რძე
4 კვერცხის გული
120 გ შაქრის პუდრა
2 ს.კ. სახამებელი
2 ს.კ. ფქვილი
ვანილი
ზევიდან გადასასმელიად:
2 კვერცხის გული
1 ს.კ. ნაღები ან არაჟანი
0,5 ჩ.კ. შაქარი
მწიკვი მარილი
პირველ რიგში ქიშმიშს დავასხათ რომი და გავაჩეროთ ასე რამდენიმესაათით, კარგად რომ გაიჟღინთოს.
შემდეგ მოვამზადოთ კრემი: კვერცხის გულები და შაქრის პუდრა კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ გაცრილი ფქვილი და სახამებელი. ავადუღოთ რძე და ჩავასხათ კვერცხის მასაში. კარგად მოვურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. რამდენიმე წუთი, სანამ დუღილამდე არ მივა, ვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ ვანილი და გადმოვდგათ ქურიდან.
სანამ კრემი გრილდება, მივხედოთ ცომს:კვერცხი ავთვიფოთ და დავუმატოთ თბილ რძეში გახსნილი საფუარი. შემდეგ დავუმატოთ ფქვილი, მარილი და შაქარი. კარგად მოვზილოთ ცომი, ხელზე არ უნდა გვეკრობოდეს. ამის შემდეგ, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი ოთახის ტემპერატურის კარაქი და კიდე კარგად მოვზილოთ.
შემდეგ გადავაკრათ პლასტიკი და დავტოვოთ ასე ერთი-ორი საათით ამოსაფუებლად სითბოში.
ამის შემდეგ, გავაბრტყელოთ ცომი დაახლოებით 1.2 სმ სისქემდე და გადავუსვათ კრემი, მოვაყაროთ გადაწურული ქიშმიში და გადავახვიოთ რულეტივით.
დავჭრათ ჩვენი რულეტი დაახლოებით 2 სმ სისქის რგოლებად, გადმოვაბრუნოთ და დავალაგოთ საცხობ სინზე. გადავუსვათ ზევიდან კვერცხის გული, გათქვეფილი შაქართან, მარილთან და ნაღებთან ერთად და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-30 წუთით.
გემრიელად მიირთვით!