top of page

ძველებური მაფინები ქიშმიშით და ნიგვზით

დაგვჭირდება:

100 გ კარაქი

200 გ შაქარი

2 კვერცხი

200 გ არაჟანი

ვანილი

1 ჩ.კ. სოდა

1 ს.კ. ლიმონის წვენი

200 გ ქიშმიში

2 ს.კ. რომი ან კონიაკი

100 გ ნიგოზი

300 გ ფქვილი

შაქრის პუდრა

ნიგოზი მსხვილად დავჭრათ და ოდნავ მოვხალოთ ტაფაზე. ქიშმიში ჩავალბოთ 2 ს.კ. რომში ან კონიაკში ერთი 40 წუთით.

კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატთკვერცხი, ვანილი, არაჟანი, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა და ფქვილი. კარგად მოვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ ქიშმიში და ნიგოზი და კიდე კარგად მოვურიოთ.

გადავიტანოთ მაფინების ფორმებში და გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი.

გაგრილებულ მაფინებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page