top of page

ნიოკი კრევეტებით ნივრიანი ნაღების სოუსში


მსუბუქი, ნაზი და ძალიან გემრიელი კერძი მოვამზადოთ ვახშამზე. თეთრი მშარალი ღვინოც მოვიმარაგოთ და ნამდვილი გასტრონომიული დღესასწაული გველის.

დაგვჭირდება:

დაგვჭრდება:

ერთი პორცია ნიოკი

200-250 გ კრევეტი

3 კბილი ნიორი

პატარა კონა ოხრახუში

ნახევარი ლიმონის წვენი

მარილი

შავი წიწაკა

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გრ კარაქი

100-150 გ გახეხილი პარმეზანი

250-300 მლ ნაღები

ნიოკის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

500 გ კარტოფილი

1 კვერცხი

150 გ ფქვილი

1 ჩ.კ. მარილი

პორველ რიგში მოვამზადოთ ნიოკი: კარტოფილი მოვხარშოთ თავის კანიანა, გავფცქვნათ და თბილი გავატაროთ ან დავტკეპნოთ. დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ნელ-ნელა ფქვილი და მოვზოლოთ ცომი. ცომი გავაბრტყელოთ თითის სისქე ლენტებად და დავჭრათ პატარა ნაჭრებად.

სანამ ნიოკის მოვხარშავთ, მოვამზადოთ და გავასუფთავოთ კრევეტები.

გავახუროთ ტაფა, დავასხათ ზეთი. დავუმატოთ კარაქი, შემდეგ დანით დაჭყლეტილი ნიორი და 1 წუთი ვხალოთ, ნიორმა თავისი არომატი რომ გამოუშვას.

შემდეგ დავყაროთ ტაფაზე გასუფთავებული კრევეტები. ვხალოთ დაახლოებით 5 წუთი, სანამ არ გავარდისფრდება. კრევეტებს დავამატოთ ლიმნის წვენი, ნაღები, მარილი, შავი წიწაკა და კარგად მოვურიოთ. ვთუშავთ კიდე ერთი-ორი წუთი.

პარალელურად ავადუღოთ წყალი, დავამატოთ ოდნავ მარილი და მოვხარშოთ ნიოკი პორციებად. ვხარშავთ დაახლოებით 10 წამი, როგორც კი ამოტივტივდება ზედაპირზე-მზადაა.

დავამატოთ ჩვენ კრევეტებს ნიოკი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ამოურიეთ და გამოვრთოთ ქურა. მირთმევის წინ, მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.

გემრიელად მიირთვით!​

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page