ლიმონის ფხვიერი ნამცხვარი
- 2 мар. 2018 г.
- 1 мин. чтения

ლიმონის ნამცხვრების რეცეპტები უსასრულოდ ბევრია. ჩვენ რეცეპტებში ლიმონს განსაკუთრებით ხშირად ვიყენებთ. ძალიან გვიყვარს ის თავისი გამორჩეული არომატის და გემოს გამო. დღესაც ძალიან საინტერესო და გემრიელ ხრაშუნა დესერტს ვამზადებთ.
დაგვჭრდება:
1 კვერცხი
170 გ კარაქი
120 გ შაქრის პუდრა
300-350 გ ფქვილი
1ჩ.კ.სოდა
1 ს.კ. ლიმონის წვენი
ლიმონის კრემისთვის:
2კვერცხი
130 გ შაქრის პუდრა
30 გ კარაქი
1 დიდი ლიმონი
ფქვილი, შაქრის პუდრა, ლიმონის წვენშ გახსნილი სოდა და კარაქი ერთად ავსრისოთ ხელით, შემდეგ დავუმატოთ კვერცხი და მოვზილოთ ცომი. გადავაკრათ პლასტიკი და შევდოთ ერთი 40 წუთით მაცივარში.
ამასობაში, მოვამზადოთ ლიმონის კრემი: გამოვწუროთ წვენი. ორთქლზე გავალღვოთ კარაქი, დავუმატოთ ლიმონის წვენი და მოვირიოთ. დავუმატოთ შაქრის პუდრა, კვერცხი, ავთქვიფოთ და მოვხარშოთ ორთქლზე, თან სულ ვურიოთ. ერთ 5 წუთში კრემი გასქელდება და გადმოვდგათ ქურიდან.
გამზადებული ცომი გავყოთ ორ არათანაბარ ნაწილად, უფრო დიდი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ ფორმაში, თან გვერდებიც ამოვიყვანოთ. შემდეგ გავანაწილოთ ლიმონის კერმი. ცომის მეორე, მომცრო ნაწილი გავაბრტყელოთ და დავჭრათ ზოლებად. დავალაგოთ ეს ზოლები კრემზე ჯვარედინათ და შევდოთ ნამცხვარი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 30-40 წუთით.
გამზადებული ნამცხვარი გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!


Комментарии