top of page

მადლენ ფისტაშით


ყველაზე ფრანგული ორცხობილას- მადლენის ერთ-ერთი ინტერპრეტაცია. ფისტაშის ფქვილით მადლენი კიდე უფრო საინტერესო და გემრიელი გამოდის.

დაგვჭირდება:

2 კვერცხი

2/3 ჭიქა შაქარი

ვანილი

1 ლიმნის ცედრა

1 ჭიქა ფქვილი

0,5 ჩ.კ. სოდა ძმრით

10 ს.კ. დამდნარი კარაქი

100 გ ფისტაში

მწიკვი მარილი

კვერცხი კარგად გავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ ფქვილი, კარგად გავთქვიფოთ და დავუმატოთ კარაქი, ვანილი, ლიმონის ცედრა, დაბლენდერებული ფისტაში, მარილი და კიდევ კარგად ავთქვიფოთ.

შევდოთ ცომი მაცივარში ერთი 15-20 წუთით, შემდეგ კი გავანაწილოთ კარაქიან ფორმებში (კლასიკური მადლენი ნიჟარისებრ ფორმებში ცხვება).

შევდოთ ჩვენი ორცხბილა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთით.

გამომცხვარ მადლენს მოავაყაროთ შაქრის პუდრა

Bon Appétit !

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page