top of page

გოგრის ფხალი


გოგრის ფხალს, ტრადიციულად, გოგრის ჩირისგან ამზადებდენ. ჩირს ხარშავენ, წურავენ, შემდეგ კი აზავებენ ნიგვზითა და სუნელებით. მაგრამ ჩვენ ჩვეულებრივი გოგრისგან ვცადეთ ამ ფხალის მომზადება და შედეგი სრულიად არაჩვეულებრივი მივიღეთ. მთელი ზამთარი ეს ფხალი ფავორიტი იყო ჩვენ სუფრაზე,ჰოდა გადავწყვიტეთ თქვენც გაგიზიაროთ ეს მარტივი და ძალიან გემრიელი რეცეპტი.

დაგვჭირდება:

1 საშუალო ზომის გოგრა

250-300 გ ნიგოზი

1 ჩ.კ. შებოლილი მეგრული აჯიკა

1 პატარა თავი თეთრი ხახვი

პატარა კონა ქინძი

მარილი

1 ბროწეული

გოგრა გამოვაცხოთ ღუმელში (მოხარშვაც შეიძლება, მაგრამ გამომცხვარი უფრო გემრიელია) და დავჭრათ მომცრო ნაჭრებად.

ნიგოზი დავაბლენდეროთ აჯიკასთან და მარილთან ერთად, ხახვი და ქინძი ნძალიან წვრილად დავჭრათ.

შევურიოთ გოგრას სუნელები და კარგად ავსრისოთ. დავუმატოთ დარჩეული ბროწეული. ერთ-ორ საათში გემო და არომატი კარგად გაუჯდება და ფხალიც მზადაა. ასეთ ფხალთან ჭადის გამოცხობა სავალდებულოა!

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page