ბოსტნეულის სალათი ქათმის მკერდით
დაგვჭირდება:
6 ქათმის მკერდი
1 კონა ნორჩი მწვანე სატაცური
8-10 ცალი პომიდორი ჩერი
1 წითელი ბულგარული
2 პატარა თავი წითელი ხახვი
6 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2 ს.კ. ვაშლის ძმარი
3 ს.კ. სოიოს სოუსი
1 ს.კ. სეზამის ზეთი
1 ს.კ. არაქისის პასტა
1 ს.კ. თაფლი
1 კბილი ნიორი
1 ჩ.კ. გახეხილი ჯინჯერი
1 კონა მწვანე სალათი
მარილი
წიწაკების მიქსი
ფილეს მოვაყაროთ მარილი და წიწაკების მიქსი და მოვბრაწოთ ზეითუნის ზეთში, შემდეგ კი გამოვაცხოთ ღუმელში.
სატაცური მოვხარშოთ მარილწყალში (არ უნდა ჩაგვეხარშოს!).
დრესინგისთვის 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი, სეზამის ზეთი, არაქისის პასტა, თაფლი, ძმარი, დაჭყლეტილი ნიორი და ჯინჯერი კარგად ავთქვიფოთ.
სალატს ფოთლები, სატაცური, ქთმის ფილე და ორად გაჭრილიპომიდორი დავალაგოთ სალათის თეფშზე, მოვაყაროთ თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ბულგარული, და მოვასხათ დრესინგი.
გემრიელად მიირთვით!