კანელე
კანელე (Cannelés de Bordeaux )- პატარა ფრანგული ნამცხვარები ბორდოს პროვინციიდანაა. მათ ჯერ კიდე XVII საუკუნეში ამზადებდენ. კანელეს წარმოშობა ცნობილ ფრანგულ ღვინოსთან-ბორდოსთანაა დაკავშირებული. ღვინის წარმოების ერთ-ერთი ეტაპის დროს ღვინოს ფილტრავენ კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილით. მოეჩენილი გულებისგან კი სწორედ ეს ნამცხვრები დამზადდა. შემდეგ მათი რეცეპტურა გააუმჯობესეს, რომით და ვანილით გაამდიდრეს და დღეს მათ ფრანგები მილიონობით მიირთმევენ საუზმეზეც, ლანჩზეც და დესერტზეც.
ამ პატარა ვანილის და რომის არომატით სავსე ცილინდრის ფორმის ნამცხვრებს ხრატუნა ზედაპირი და ნაზი, რბილი გული აქვს. მათ სპილენძის ფორმებში აცხობენ მანამ, სანამ კარგად არ დაიბრაწება.
დღეს ჩვენ კანელეს ცნობილი ალენ დიუკასის რეცეპტიტ მოვამზადებთ
დაგვჭირდება:
1 ლ რძე
200 გ ფქვილი
500 გ შაქარის პუდრა
4 კვერცხი
4 კვერცხის გული
100 გ კარაქი
3 ღერო ვანილი (თუ ვერ იშოვეთ, შეცვალეთ ვანილის ესენციით)
100 მლ რომი
წინა დღე უნდა ავადუღოთ რძე ვანილის ღეროებთან (თესლი ამოვაცალოთ და გადავინახოთ) და კარაქთან ერთად, კარგად რომ გაიჟღინთოს არომატებით.
კვერცხი, კვერცხის გული, ვანილის თესლი და შაქარი ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ ფქვილი და ისევ ავთვიფოთ. ფრთხილად დავუმატოთ რძე, ნელ-ნელა ვასხავთ და თან ვთქვიფავთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე, რომარ გაგვიჩნდეს კურკუშალები. ბოლოს დავუმატოთ რომი. უნდა გამოგვივიდეს კრეპების ცომის მსგავსი კონსისტენციის ცომი.
გადავაკრათ პლასტიკი და შევდოთ მაცივარშ 24 საათით.
კანელეს საცხობ პატარა ფორმებს კარგად წავუსვათ კარაქი, შემდეგ ჩავასხათ შიგნით ცომი ისე, რომ 2/3 შევავსოთ. და გამოვაცხოთ 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 50 წუთი. (კარგად უნდა დაიბრაწოს).
გამომცხვარი კანელე კარგად გავაციოთ და შემდეგ ამოვიღოთ ფორმებიდან. მირთმევის წინ, სასურველია, კანელე კიდე ერთი 6 საათით შევდოთ მაცივარში. ამასობაში ყველა არომატი გაიშლება და კანელე გუბკასავით რბილი გახდება.
გემრიელად მიირთვით!