თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და გავუკეთოთ ფილირება (შეძლებისდაგვარად ამოვაცალოთ ფხები).
წვრილად დავჭრათ ხახვი, მოვთუშოთ 4 ს.კ. ზეთში, შემდეგ დავუმატოთ კედარის თხილი, დარიჩინი, მარილი და წიწაკა და ერთი-ორი წუთი ვთუშოთ ერთად. გამოვრთოთ ქურა, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და გამოვტენოთ ამ შიგთავსით ჩვენი დორადა.
გადავიტანოთ თევზი საცხობ ფორმაზე, იქვე დავალაგოთ მსხვოლად დაჭრილი წიწაკა, იქვე მოვათავსოთ რგოლებად დაჭრილი ლიმონი, მოვასხათ დარჩენილი ზეთი, გადავაფაროთ ფოლგა, და გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 15 წუთი.
Комментарии