სააღდგომო ბეკეკა
აღდგომა, ისევე, როგორც ყველა სხვა დღესასწაული განსაკუთრებით ბავშვებს უხარია. ამიტომ, ჩვენც ყოველთვის აქტურად ვრთავს ბავშვებს სადღესასწაულო მზადებაში. დღეს მათთვის განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო რეცეპტს გთავაზობთ. გამოვაცხობთ სააღდგომო ბეკეკას, რომელიც ისთი საყვარელია, რომ არც უფროსები დარჩებიან გულგრილნი.
დაგვჭირდება:
250 გ კარაქი
250 გ შაქარი
5 კვერცხი
375 გ ფქვილი
1 ლიმონის ცედრა
ვანილი
დანის წვერზე მუსკატი
ლიმონის წვენში გახსნილი 1 ჩ.კ. სოდა
შაქარის პუდრა
რბილი კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ვანილი, ლიმონის ცედრა, მუსკატი, სოდა და ფქვილი. კარგად მოვურიოთ.
საცხობი ფორმა წინასწარ მოვამზადოთ: კარგად მოვუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. შემდეგ დავფერთხოთ, ზედმეტი ფქვილი რომ მოშორდეს - ჩვენ ბატკანს ე.წ. ფრანგულ პერანგში ვაცხობთ.
ფრთხილად გადავიტანოთ ცომი ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი.
გამომცხვარი ბეკეკა გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
ქრისტე აღდგა!