top of page

ქათმის სამკუთხა ღვეზელი


ცომისთვის დაგვჭირდება:

200 გ არაჟანი

250 გ კარაქი ან სპრედი

დაახლოებით 2-3 ჭიქა ფქვილი

0,5 ჩ.კ. სოდა

0,5 ჩ.კ. მარილი

შიგთავსისთვის:

800 გ ქათმის ფილე

2 საშუალო კარტოფილი

1-2 თავი ხახვი

შავი წიწაკა

მარილი

50 გ კარაქი

თუ ჩვენ რეცეპტებს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ კარაქის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და ვთვლი, რომ გემრელი და ხაისხიანი კერძების მოსამზადებლად კარაქი- შეუცვლელი ინგრედიენტია. განსაკუთრებით ეს დესერტებს და ფრანგულ სოუსიებ ეხება. მაგრამ ამ ცომში თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ კარგი ხარისხის სპრედი, რადგან ასეთ ცომს მცენაეული ცხიმი განსაკუთრებით უხდება. ჩვენი დღევანდელი ცომის რეცეპტი კი უნივერსალურია- ის უხდება პრაქტიკულად ნებისმიერ შიგთავსს- ხორცს, კარტოფილს, ყველს, ბოსტნეულს.

მაშ ასე, არაჟანში გავხსნათ სოდა და მარილი, შემდეგ დავუმატოთ რბილი სპრედი დაფქვილი და მოვზილოთ ელასტიური ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა.

გადავაფაროთ ცომს ჩაისტილო და ერთი 15 წუთით დავასვენოთ.

ამასობაში, ქათმის ფილე დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, მოვბრაწოთ კარაქზე, დავუმატოთ ასევე მომცრო კუბებად დაჭრილი კარტოფილი და წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და წიწაკა, ცოტა მოვთუშოთ და კარგად მოვურიოთ. შევაგრილოთ.

ცომი დავანაწევროთ პატარა ბურთებად და გავაბრტყელოთ ხელისგულისოდენა წრეები, შუაგულში ჩავდოთ ჩვენი შიგთავსი, შევახვიოთ სამი მხრიდან ისე, რომ შუაგულზე პატარა ხვრელი დარჩეს და დავალაგოთ საცხობ ფორმაზე. ფორმას ჯობია წინასწარ საცხობი ქაღალდი დავაფინოთ.

გამოვაცხოთ ღვეზელები 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page