top of page

შოკოლადის ნამცხვარი

ეს ნამცხვარი- შოკოჰოლიკების ნამდვილი სამოთხეა. მის მოსამზადებლად ჩვენ ხომ ნახევარ კილო შოკოლადს ვიყენებთ.

დაგვჭირდება:

300 გ შავი შოკოლადი

175 გ კარაქი

100 გ შაქარი

5 ვერცხი

80 გ ფქვილი

80 გ კონიაკი

განაშისთვის:

250 გ შავი შოკოლადი

250 გ მაღალცხიმიანი ნაღები

გავალღვოთ შოკოლადი ორთქლზე, შემდეგ დავუმატოთ კარაქი, შაქარი და კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ თითო-თითო ვერცხის გული, ცილები კი ცალკე გადავდოთ. შედეგ კი ფქვილი. ამის შემდეგ ვუმატებთ კონიაკს და კარგად ვთქვიფავთ.

ცილები ცალკე ავთქვიფოთ და ფრილად შევურიოთ შოკოლადის მასას.

გამოვაცხოთ შოკოლადის ნამცხვარი 160 გრადუსამდ გახურებულ ღუმელში დაახლოებით ერთი საათი 18-20 სმ დიამეტრის ფორმაში. ფორმას ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი.

გამმცხავრ ნამცხვარს მოვასხათ შოკოლდის განაში: ამისთვის ნაღები შევათბოთ, მაგრამ არ ავადუღოთ, დავუმატოთ შავი შოკოლადი და კარგად მოვურიოთ. მალე მასა ერთგვაროვანი გახდება. ცოტა შევაგრილოთ და მოვასხათ ჩვენ ნამცხვარს ზევიდან და გვერდებზე, გადავაფაროთ პლასტიკი, ისე, რომ არ შეეხოს თავს და შევდოთ ერთი 5-6 საათით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page