სააღდგომო ბეკეკა ძველებური გერმანული რეცეპით
სააღდგომოთ ბეკეკას გამოცხობას თუ აპირებთ, ამ რეცეპტსაც არ ჩაუაროთ გვერდი. საოცრად გემრიელი და არომატული ბისკვიტია, მის გარეგნობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!
დაგვჭრდება:
130 გ კარაქი
150 გ შაქარი
3 კვერცხი
6 ს.კ. რძე
200 გ ფქვილი
2 ს.კ. დაფქული ნუში (თხილი ან ნიგოზიც გამოდგება)
ვანილი
1 ს.კ. ლიმონის წვენში გახსნილი სოდა
50 გ ამარეტო ან რომი (კონიაკიც შეიძლება)
შაქარი და რბილი კარაქი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ვანილი, რძე, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, ნუში, ამარეტო და ფქვილი. კარგად მოვურიოთ.
საცხობი ფორმა მოვამზადოთ წინასწარ: კარგად წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. შემდეგ დავფერთხოთ, ზედმეტი ფქვილი რომ მოშორდეს და გადავიტანოთ ფორმაში ცომი.
ვაცხობთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი.
გაგრილებულ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
ქრისტე აღდგა!