top of page

ჰოლანდიური სააღდგომო ღვეზელი პასშტოლი


პასშტოლი ან პასბროდი(Paasstol, Paasbrood),როგორც მას ჰოლანდიელები უწოდებენ, ძალიან ჰგავს გერმანულ საშობაო შტოლენს, მაგრამ მას ნიდერლანდებში სააღდგომოდ აცხობენ და შიგთავსიც ცოტა განსხვავებული აქვს.

ნამცხვრის მთელი საიდუმლოც სწორედ ამ შიგთავსშია. ის უხვადაა შეზავებული ალუბლის და შტოშის ჩირით, ასევე ნიგვზით და ნუშით.

მისი მოზმადებაც ისევე, როგორც შტოლენის 2-3 დღით ადრეა უმჯობესი, რაც ძალიან მოსახერხებელია გადატვირთულ სადღესასწაულო დღეებში. ჰოლანდიელები პასბროდს სააღდგომო საუზმეზე მიირთმევენ. სუფრას კი ყვითელი სანთლებით და სააღდგომო წიწილების ფიგურებით რთავენ.

დაგვჭრდევბა:

500 გ ფქვილი

250 ლ რძე

2 ჩ.კ. საფუარი

50 გ კარაქი

1 კვერცხი

2 ს.კ. შაქარი

ვანილი

ცალკე:

1 ჩ.კ. კარაქი

2 ჩ.კ. შაქრის პუდრა

ნუშის პასტისთვის:

150 გ ნუში

150 გ შაქარი

ნახევარი ლიმონის წვენი

2 კვერცხის გული

შიგთავსისთვის:

300 გ ქიშმიში

100 გ შტოშის ჩირი

50 გ ალუბლის ჩირი

50 გ ნიგოზი

50 გ ნუში

4 ს.კ. რომი

მოვამზადოთ ცომი: გავალღვოთ კარაქი, დავუმატოთ შემთბარი რძე და გავხსნათ შაქარი და საფუარი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი და მარილი და დავუმატოთ ისიც. ბოლოს დავუმატოთ ფქვილი და ერთი 15-20 წუთი მოვზილოთ.

ცომი დავაგრგოლოთ, გადავაფაროთ პლასტიკი და დავტოვოთ ერთი საათნახევრით ამოსაფუებლად თბილ ადგილას.

ამასობაში, შტოში და ქიშმიში კარგად გავრეცხოთ და ჩავალბთ კონიაკში ერთი საათით.შემდეგ კონიაკი გადავწუროთ, ხოლო ჩირებს დავუმატოთ ალუბალი, მსხვილად დაჭრილი ნუში და ნიგოზი.

ნუშის პასტის მოსამზადებლად ნუშ დავფქვათ, დავუმატოთ შაქარი და ლიმონის წვენი. კარგად მოვურიოთ. ამის შემდეგ შევათქვიფოთ ნუშის პასტან კვერცხი გული, მივცეთ მოგრძო ძეხვის ფორმა და შევდოთ მაცივარში.

ამასობაშ ამოფუებული ცომი ჩავზილოთ, დავუმატოთ ჩირები და თხილეული, გავაბრტყელოთ და შუაგულში მოვათავსოთ ჩვენი ნუშის პასტის ძეხვი. ორივე მხრიდან ცომი გადავკეცოთ, ასევე, კიდეები შემოვუკეცოთ და დავტოვოთ თბილ ადგილას კიდ ერთი 45 წუთით. შემდეგ გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი ნხევარი საათი.

გამომცხვარ პასბროდს გადავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად.

ქრისტე აღდგა!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page