ნიგვზით ფარშირებული კვერცხი
აღდგომის შემდეგ პრაქტიკულად ყველა დიასახლისს ერთი და იგივე საკითხი აწუხებს: რა ვუყოთ ამდენ მოხარშულ სააღდგომო კვერცხს? ჩვენ, ტრადიციულად, მარტივ და გერმრიელ გამოსავალს გთავაზობთ.
დაგვჭირდება:
10 კვერცხი
100 გ ნიგოზი
0,5 ჩ.კ. ხმელი ქინძი
0,5 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
0,5 ჩ.კ. უცხო სუნელი
პატარა კონა ქინძი
მარილი
წითელი წიწაკა
მოხარშული კვერცხი გავფცქვნათ და გავჭრათ შუაში, სიგრძეზე. ამოვაცალოთ გულები და ცალკე ჯამში კარგად დავსრისოთ. შევურიოთ გატარებული ან დაბლენდერებული ნიგოზი, სუნელები, მარილი, წიწაკა და წვრილად დაჭრილი ქინძი. კარგად ავზილოთ და მიღებული მასით ამოვავსოთ კვერცხის ცილები.
გემრიელად მიირთვით!