top of page

ჩაქაფული ლიმონის წვენით


ჩაქაფულს, ალბათ ისევე, როგორც საცივს ყველა ოჯახში თავისებურად ამზადებენ. ყველა დიასახლისს თავის საიდუმლო აქვსდა ჩვენც დღეს ერთ-ერთ ასეთ ძალიან გემრიელ და საკმაოდ მარტივ რეცეპტს გთავაზობთ, სადაც ჩვეული ტყემალი და ალუჩა ლიმონის წვენითაა ჩანაცვლებული. სწორედ ამიტომ ჩვენი კერძი საოცარი არომატი და პიკანტური სიმჟავით გამოირჩევა. ერთხელ მოსინჯეთ თქვენც და, ვფიქრობ, დაგვეთანხმებით, რომ ჩაქაფულის ეს ვარიანტი იმსახურებს ჩვენ ყურადღებას.

დაგვჭირდება:

1,5-2 კგ ხბოს ან ბატკნის ხორცი 4 მოზრდილი კონა მწვანე ხახვი 1 დიდი კონა ქინძი 8 კონა ტარხუნა 2-3 ლიმონის წვენი 1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო 50-100 გრ კარაქი (იმ შემთხვევაში, თუ ხბოს ხორცით ვამზადებთ, ცხვარს თავისი ცხიმი აქვს საკმარისზე მეტი)

მარილი

სურვილისამებრ, მწვანე ცხარე წიწაკა გარეცხილი და დაჭრილი ხორცი მოვათავსოდ ქვაბში და დავასხათ წყალი ისე, რომ ხორცს ფარავდეს და დავდგათ მოსახარშად. ჩაქაფულს დაბალ ცეცხლზე ვამზადებთ.

ხორცი რომ დარბილდება, დავამატოთ კარაქი და მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი. ერთ 10 წუთში დავუმატოთ დაჭრილი ქინძი და თუ ცხარე გვიყვარს- წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა. რამდენიმე წუთში ვამატებთ ტარხუნას. მწვანილი ხორცს სრულად უნდა ფარავდეს. წყალს აღარ ვამატებთ, ხორცი მწვანილის წვენშ და ჭვინოში უნდა მომზადდეს.

ბოლოს მოვასხათ ლიმონის წვენი, ღვინო, დავამატოთ მარილი. რომ ადუღდება, ქაფი მოედება. ამის შემდეგ უნდა ვადუღოთ ერთი 10-15 წუთი და ჩვენი კერძი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page