გაზაფხულის ბოსტნეული ახალი კარტოფილით და თინუსით
აი ასეთ ლამაზ და გემრილე საგაზაფხულო ლანჩს გთავაზობთ დღეს.
დაგვჭრდება:
10-12 პომიდორი ჩერი
1-2 კიტრი
8-10 საშუალო ზომის ახალი კარტფილი
3-4 კვერცხი
1 -2 წითელი ბულგარული
1 ნორჩი ისპანახის და სალათის ფოთლები
100-150 გრამი ნედლი მწვანე ლობიო
1 ქილა კონსერვირებული თინუსი
მარილი
წიწაკების მიქსი
კახური მზესუმზირის ზეთი
მოვხარშოთ კარტოფილი. კიტრი დავჭრათ რგოლებად, პომიდორი ორად ან სამად გავჭრად, ბულგარული წიწაკა საშალო ზომის ნაჭრებად. კვერცხი მოვხარშოთ ნახევრად თოხლოდ- ამისთვის ადუღებულ წყალში ის მხოლოდ 5-6 წუთით გავაჩეროთ. ნედლი ლობიოც მოვხარშოთ.
მოზრდილ თეფშზე ერთ მხარეს მოვათავსოთ კარტოფილი, გვერდზე მივუდოთ ლობიო, იქვე დავალაგოთ ოთხად გაჭრილი კვერცხი, პომიდორი და კიტრი, ბულგარული, სალათების მიქსი. შუაგულში მოვათავსოთ თინუსი, მოვაყაროთ ბოსტნეულს და სალთის ფოთლებს მარილი და წიწაკები. უკანასკნელი აკორდი- არომატული კახური ზეთი და ჩვენი არაჩვეულებრივი საგაზაფხულო ლანჩი, გნებავთ ვახშამი მზადაა!
გემრიელად მიირთვით!