top of page

ტალიატელე სოკოთი და ნიგვზით

დაგვჭრდება:

500 გ პასტა ტალიატელე

500 გ სოკო პორტობელო

2-3 თავი ხახვი

5-6 კბილი ნიორი

პატარა კონა ბეგქონდარა

150-200 მლ თეთრი ღვინო

50-100 გ ნიგოზი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

50 გ კარაქი

150 მლ არაჟანი

100 მლ ნაღები

100-150 გ როქფორი, ან სხვა ლურჯი ყველი

მარილი

შავი წიწაკა

პასტა მოვხარშოთ ალ დენტე.

სანამ პასტა იხარშება, ცალკე, სქელძირიან ტაფაზე მოვთუშოთ ხახვიკარაქში და ზეთში, შემდეგ დავუმატოთ დაჭყლეტილი ან წვრლად დაჭრილი ნიორი, ამოვურიოთ და დავუმატოთ თხლად დაჭრილი პორტობელო. როგორც კი სოკო მოიბრაწება, დავამატოთ მარილი, წიწაკა და ღვინო. მოვთუშოთ ერთი 10 წუთი და აკოჰოლი რომ აორთქლდება, დავუმატოთ ნაღები და არაჟანი. როგორც კი წამოდუღდება, დავამატოთ ბეგქონდარა და გამოვრთოთ ქურა.მოვასხათ სოუსი პასტას, მოვაყაროთ მსუბუქად მოხალული, მსხვილად დანაწევრებული ნიგოზი, ხოლო თეფშზე გადმოღების შემდეგ კი მოვაფშვნათ ყველი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page