ცოცხალი სალათების სეზონი მოვიდა და ჩვენს ვისარგებლოთ და მარტივი, გემრიელი და ჯანსაღი ლანჩი მოვამზადოთ.
დაგვჭირდება:1 დიდი კონნა სვხდასხვა სალათის ფოთოლი 2 საშუალო ზომის პომიდორი 1 კიტრი2 ცალი სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა1 სტაფილო2-3 საშუალო ბოლოკი100-150 გ ჰოლანდიური ყველი4 ს.კ. ზეითუნის ზეთი1 ს.კ. ლიმნის წვენი ან ბალზამიკო (თქვენი გემოვნებით)1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვიმარილი, წიწაკა
ჯერ ვამზადებთ დრესინგს: ლიმნის წვენი, მდოგვი, მარილი და წიწაკა ავთქვიოთ სპეციალური ხელის სათქვეფით, დავუმატოთ ზეითუნის ზეთი და ცოტა კიდე ავთქვიფოთ.სალათის ფოთლებს მოვაყაროთ ოთხად დაჭრილი პომიდორი, ალყა-ალყა დაჭრილი კიტრი, თხლად დაჭრილი ბულგარული, ბოლოკი და სტაფილო. დავუმატოთ სალათს თხლად დათლლი ყველი, მსუბუქად ამოვურიოთ და მოვასხათ დრესინგი.
Комментарии