ლიმონის და ნუშის კექსი
ლიმონი და ნუში- ჩემი ორი საყვარელი ინგრედიენტია. კერძებშიც ხშირად ვიყენებ და დესერტებშიც. დღეს სულ მარტივ, მაგრამ ძალიან გემრიელი ნამცხვარს გამოვაცხობ და თქვენც გთავაზობთ შემომირეთდეთ. კარგ ყავასთან ტანდემში სრულიად შესანიშნავია.
დაგვჭირდება:
4 კვერცხი
150 გ შაქარი
200 გ კარაქი
3 ს.კ. არაჟანი
3 ლიმონი
100 გ ფქვილი
50 გ სახამებელი
200გ ნუშის ფქვილი
ვანილი
1 ჩ.კ. სოდა ან გამაფხვიერებელი
ცალკე:
2 ს.კ. ნუშის ფანტელი
შაქრის პუდრა
ნახავერი ლიმონის წვენი
კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ დარბილებული კარაქი.
შემდეგ ვუმატებთ არაჟანს, ლიმონის ცედრას, წვენში გახსნის სოდას, ვანილს, ბოლოს კიფქვილს, სახამებელს და ნუშის ფქვილს.
ფორმას ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი და გადავიტანოთ ცომი. ვაცხობთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით ნახევარი საათი.
სანამ ნამცხვარი გაგრილდება, მოვამზადოთ მინაქარი. ამისთვის ნახევარ ლიმონის წვენში გავხსნათ შაქრის პუდრა ისე, რომ მინანქრის კონსისტენციის მასა მივიღოთ და გადავუსვათ ცივ ნამცვხარს, ზევიდან კი მოვაყაროთ ნუშის ფანტელი.
გემრიელად მიირთვით!