მწვანე აჯიკა თხილით
ზაფხულში ეს არაჩვეულებრივი აჯიკა გავსინჯე და ისე მომეწონა, რომ საწრაფოდ მოვამზადე რამდენიმე ქილა ზამთრისთვის. მაგრამ მთელი მარაგი ორ თვეში შემოგვეჭამა და ახლა კიდე ერთ მარაგს ვამზადებ. რა თქმა უნდა, თქვენც გიზიარებთ რეცეპტს.
დაგვჭრდება:
1 კგ ცხარე მწვანე წიწაკა (რაც უფრო ცხარეა წიწაკა, მით უფრო ცხარე გამოვა აჯიკა, ასე რომ სურვილისამებრ დაარეგულირეთ)
600 თხილი
1,5 კგ ქინძი
5 თავი ნიორი
8 ს. კ. მარლი
წიწაკას გამოვაცალოთ თესლი. ყველაფერი ერთად დავაბლენდეროთ ან გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში, კარგად მოვურიოთ, გადავიტანოთ გასტერილებულ შუშის ქილებში და მოვხუფოთ. შევინახოთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!