top of page

წითელი ბულგარული წიწაკის აჯიკა


ესეც წითელი ბულგარული წიწაკის აჯიკა- ზომიერად ცხარე, ზომიერად სქელი და ძალიან არომატული.

ასეთი აჯიკის ერთი-ორი ქილა აუცილებლად უნდა იქონიოთ მაცივარში- ზამთარში ნებიმსიერი კერძის მომზადების დროს გამოგადგებათ. აჯიკა კარგად ეხამება წვნიან კერძებსაც, ბოსტნეულაც და, რა თქმა უნდა, ხორცსაც. ერთი სუფრის კოვზიც კი საკმარისი იქნება, კერძის გემო და არომატები ახლებურად რომ გაიშალოს.

დაგვჭირდება:

5 კგ წითელი ბულგარული წიწაკა

1 კგ ცხარე წითელი წიწაკა

200 გ ნიორი

10 სუფრის კოვზი მარილი

წიწაკა გავარჩიოთ, ამოვაცალოთ თესლი. ასევე, გავარჩიოთ ნიორი. ყველაფერი ერთად გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში, კარგად მოვურიოთ და ერთხელ წამოვადუღოთ. გადავასხათ შუშის გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ. შევინახოთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page