top of page

ხაჭოს მაჭკატები მოცვით

მაჭკატები- ჩემი შვილების უსაყვარლესი საუზმეა. ჩვენ მათ ხშირად ვამზადებ, და ბევრი საინტერესო რეცეპტი შეგვიგროვდა. ერთ-ერთს დღეს გამოვიყენებთ.

დაგვჭირდება:

2 კვერცხი

500 გ ხაჭო

მწიკვი მარილი

2 ს.კ. შაქარი

1 ჭიქა ფქვილი

ვანილი

0,5 ჩ.კ. სოდა

ნახევარი ლიმონის წვენი

100 გ მოცვი

შაქარი და კვერცხი გავთქვიფოთ, დავუმატოთ მწიკვი მარილი, ხაჭო, ვანილი, ლიმნის წვენში გახსნიოი სოდა, ფქვილი და ავთქვიფოთ. ბოლოს დავუმატოთ მოცვი და ფრთხილად მოვურიოთ.

სუფრის კოვზით დავსვათ პატარა მაჭკატები გახურებულ სქელძირიან ტაფაზე და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთში.

გამომცხვარ მაჭკატებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა, ან მოვასხათ თაფლი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page