top of page

ბოსტნეულის მაჭკატები თოხლო კვერცხით


ჩვენი შემოდგომა, საბედნიეროდ, ბოსტნეულის სიმრავლით გამოირჩევა. ჩვენც ვისარგებლებთ ამით და დღეს მოვამზადებთ ძალიან გემრიელ და ჯანსაღ კერძს, რომელიც ერთდოულად მშვენიერი საუზმეცა, ლანჩიც და ვახშამიც.

დაგვჭრდება:

1 ჭიქა რძე

2 კვერცხი

300 გ ყვავილოვანი კომბოსტო

300 გ ბროკოლი

პატარა კონა ოხრახუში

პატარა კონა მწვანე ხახვი

150 გ რომელიმე მყარი ყველი (პარმეზანი, პეკორინო)

250 გ ფქვილი

0,5 ჩ.კ. სოდა

1 ჩ.კ. ლიმონის წვენი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

30 გ კარაქი

წიწაკების მიქსი

მარილი გემოვნებით

ცალკე:

8 კვერცხი

1-2 ს.კ. ძმარი

0.5 ჩ.კ. მარილი

რძე და კვერცხი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, მარილი და წიწაკების მიქსი. შევურიოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, ბროკოლი და ყავვილოვანი კომბოსტო. ბოლოს დავუმატოთ ფქვილი და ფრთხილად მოვურიოთ.

გავახუროთ ტაფა, მოვასხათ ზეთი, დავამატოთ კარაქი და სუფრის კოვზით დავსვათ 8 მაჭკატი. შევბრაწოთ დაახლოებით 2-2 წუთი ორივე მხრიდან.

ამასობაში, მოვამზადოთ კვერცხი -პაშოტ: ავადუღოღ წყალი, დავუმატოთ მარილი და ძარი, მოვურიოთ და შუაგულში ჩავახალოთ კვერცხი. 2-3 წუთში ცილა მოიხარშება, ხოლო კვერცხის გული დარჩება თოხლი. ამოვიღოთ ფრთხლად ჩვენი პაშოტი და მოვათავსოთ გამზადებულ მაჭკატებზე. ზევიდან მოვაყაროთ წიწაკების მიქსი.

როცა კვერცხს გავჭრით, თხევადი გული სოუსივით დაფარავს ბოსტნეულს და ეს ძალიან გემრიელი იქნება.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page