top of page

გოგრის პური


დღეს პურის გამოცხობა გადავწყვიტეთ, თან როგორი პურის! ცომში გოგრას დავუმატებთ და ძალაინ გემრიელი და არომატული პური გამოგვივა.

დაგვჭირდება:

100 მლ რძე

2 ჩ.კ. საფუარი

300 გ გოგრა

50 გ არაჟანი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ს.კ. ყავისფერი შაქარი

1,5 ჩკ. მარილი

450-500 გ ფქვილი

ცალკე:

1 ს.კ. გოგრის გული

1 კვრცხის გული

1 ს.კ. არაჟანი

გოგრა დავჭრათ კუბებად და მოვხარშოთ ორთქლზე დარბილებამდე.

გადავწუროთ და დავაბლენდეროთ.

საფუარი შევურიოთ შაქარს, გავხსნათ თბილ რძეში და დაველოდოთ ერთი 20 წუთი. საფუარი ამასობაშ უნდა ამუშავდეს.

გოგრას შევურიოთ არაჟანი, მარილი და შემდეგ ამოფუებული საფუარი. დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მოზელვის დროს დავუმატოთ ზეთი. გავაჩეროთ ერთი-ორი საათი ამოსაფუებლად. შემდეგ ჩავზილოთ და გავაჩეროთ კიდე ერთი-ორი საათით. კიდე ჩავზილოთ, მივცეთ სასურველ ფორმა - ჩავდოთ საცხობ ფორმაში ან დავუნდავოთ და გადავჭიმოთ კულინარიული ძაფით ისე, რომ გოგრას დაემსგავსოს.

გადავუსვათ არაჟანში ათქვეფილი კვერცხის გული და მოვაყაროთ გოგრის თესლი, გავაჩეროთ ასე ერთი 20 წუთი და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მზადყოფნამდე.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page