top of page

ყაყაჩოს და დარიჩინის ფუნთუშები


დაგვჭირდება:

500 გ ფქვილი

120 მლ რძე

100 გ კარაქი

4 ს.კ. შაქარი

4 კვერცხი

1 ჩ.კ. მარილი

2-3 ჩ.კ. საფუარი

ყაყაჩოს შიგთავსისთვის:

200 გ ყაყჩო

50 გ შაქარი

100 მლ რძე

დარიჩინის შიგთავსისთის:

1 ს.კ. დარიჩინი

100 გ ყავისფერი შაქარი

50 გ კარაქი

ცალკე:

1 კვერცხის გული

ვამზადებთ ცომს:100 გ ფქვილს დავუმატოთ საფუარი, 1 ს.კ. შაქარი და მოვურიოთ. გავხსნათ თბილ რძეში და დაველოდოთ საფუარის ამუშავებას- ერთი 15-20 წუთი თბილ ადგილას გავაჩეროთ.

ამის შემდეგ ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი და რბილი კარაქი, მარილი, შაქარი, ამოფუებული ცომის მასა და დარჩენილი ფქვილი. კარგად მოვზილოთ ცომი და გადავდოთ თბილ ადგილას 2 საათით, რომ ამოფუვდეს. ერთი-ორჯერ ჩავზილოთ ცომი.

ამასობაში ვამზადებთ ყაყაჩოს შიგთავსს: ყაყაჩოს მოვასხათ რძე და მივიყვანოთ ადუღებამდე. ყაყაჩო გაფუვდება და დარბილდება. თუ სითხე ზედმეტია, გადავწუროთ. შემდეგ დავუმატოთ შაქარი დაკარგად მოვურიოთ. შაქარი რომ გალღვება, დავაბლენდოროთ ხელის ბლენდერით, თუმცა ეს აუცილებალი არაა.

მოვამზადოთ დარიჩინის შიგთავსი: შაქარს დავუმატოთ დარიჩინი და დარბილებული კარაქი. კარგად მოვურიოთ.

ცომი გავყთ ორი ნაწილა, გავაბრტყელოთ დაახლოებით 0,5 სმ სისქემდე და და ერთ ნაწილს დარიჩინის შიგთავსი გადავუსვათ, მეორეს კი ყაყაჩოსი. დავახვიოთ ან დავწნათ, მივცეთ სასურველი ფორმა ფუნთუშებს და დავალაფოთ საცხობ სინზე. გადავუსვათ კვერცხის გული, გავაჩეროთ ერთი 15-20 წუთი, შემდეგ კი გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page