top of page

გოგრის ტკბილი პური პეკანით

დაგვჭირდება:

250 გ ფქვილი

250 გ გოგრა

2 კვერცხი

100 გ კარაქი

150 გ შაქარი

3 ს.კ. ფორთოხლის წვენი

1 ჩ.კ. დარიჩინი

1 ჩ.კ. სოდა

მწიკვი მარლი

50 გ გოგრის გული

50 გ პეკანი

გოგრა დავჭრათ კუბებად, მოვთუშოთ ცოტაოდენ წყალში დარბილებამდე, გადავწუროთ და დავსრისოთ. დავუმატოთ დარბილებული კარაქი.

ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავუმატოთ გოგრა, მწიკვი მაილი, ფორთოხლის წვნში გახსნილი სოდა, დარიჩნი და ფქვილი. ბოლოს დავუმატოთ ნახევარი გოგრის გული და დანაწევრებული პეკანი.

გადავიტანოთ ცომი ოთხკუთხედ საცხობ ფორმაში და ზვიდან მოვაყაროთ დარჩენილი გოგრის გული.

გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მზადყოფნამდე.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page