ლიმონის და ყაყაჩოს ნამცხვარი
დაგვჭირდება:
100 გ კარაქი
1 ჭიქა შაქარი
2 კვერცხი
150 გ არაჟანი
ვანილი
0,5 ჩ.კ. სოდა
1 ს.კ. ლიმონის წვენი
1 ლიმონის ცედრა
300 გ ფქვილი
ცალკე:
100 ყაყაჩოს თესლი
2 ს.კ. შაქარი
1 ჭიქა წყალი
ყაყაჩოს დავასხათ წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვადუღოთ 5 წუთი, შემდეგ კი გავაგრილოთ. გადავწუროთ და შევურიოთ 2 ს.კ. შაქარი. დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით.
ცალკე კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავიმატოთ კვერცხი, არაჯანი, ვანილი, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა და ფქვილი. ბოლოს დავუმატოთ ლიმონის ცედრა.
გაავიტანოთ ნახევარი ცომი საცობ ფორმაში (ფორმას წინასწარ მოვუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი), შემეგ ცომზე ფრთხილად გადავიტანოთ ყაყაჩოს მასა და ზევიდან გავანაწილოთ მეორე ნახევარი ცომი.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღმელში დაახლოებით 45 წუთი.
გაგრილებულ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა ან მოვასხათ ლიმონის მინანქარი. ამისთვის ლიმონის წვენი და შაქრის პუდრა ავურიოთ ერთმანეთს სასურველ კონსისტენციამდე.
გემრიელად მიირთვით!