top of page

ფუნთუშები თაფლის და ყაყაჩოს შიგთავსით


ცომისთვის დაგვჭირდება:

500-600 გ ფქვილი

200 მლ რძე

3 კვერცხი

100 გ შაქარი

10 გ საფუარი

0,5 ჩ.კ. მარილი

100 გ კარაქი

შიგთავსისთვის:

150 გ ყაყაჩო

100 გ შაქარი

50 გ თაფლი

ფქვილს შევურიოთ მარილი. რძე შევათბოთ, დავუმატოთ გამლღვალი კარაქი, შაქარი, გავხსნათ შიგნით საფუარი. დავუმატოთ ეს მასა ფქვილს, იქვე დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხი და მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ პლასტიკი და დავტოვოთ თბილ ადგილას ამოსაფუებლად ერთი 2 საათით.

ყაყაჩოს დავასხათ მდუღრე წყალი ისე, რომ კარგად დაფაროს და დავტოვოთ ასე 1 საათით.შემდეგ გადავწუროთ წყალი, შევურიოთ თაფლი და შაქარი და დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით.

ამოფუებული ცომი გავანაწილოთ დაახლოებით 12 თანაბარ ნაწილად და გამოვძერწოთ სასურველი ფორმის ფუნთუშები ყაყაჩოს შიგთავსით.

გადავუსვათ ფუნთუშებს თაფლიანი სიროპი ან კვერცხის გული და დავტოვოთ ერთი 20 წუთით ამოსაფუებლად. ვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page