აღმოსავლური ნამცხვარი ნიგვზით და ჩირებით
დაგვჭირდება:
150 გ კარაქი
3 კვერცხი
1 ჭიქა შარაქი
1 ჭიქა ფქვილი
1 ჭიქა გატარებული ნიგოზი
0,5 ჭიქა ქიშმიში
2 ს.. კონიაკი ან რომი
1 ჩ.კ. დარიჩინი
სოდა ძმრით
ცალკე:
2 ს.კ. შაქრის პუდრა
2 ს.კ. ნუში და სხვა თხილული
2 ს.კ. ლევის ჩირი
2 ს.კ. ფინიკი
1 ს.კ. შაქარი
ქიშმიში ჩავალბოთ კონიაკში ერთი 30-40 წუთით, შემდეგ გადავწუოთ.
ავთქვიფოთ რბილი კარაქი და შაქარი, დავუმატოთ კვერცხი, ფქვილი, სოდა ძმრით, დარიჩინი, ნიგოზი და ქშმიში.
საცხობ ფორმას ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი და გადავიტანოთ ცომი. გამოვაცხოთ 180 გრადისამდე გახურებულ ღუმელში ერთი 40 წუთი.
სანამ ნამცხვარი გაგრილდება, შაქარი გავალღვოთ ტაფაზე და დავუმატოთ თხილეული. დავალაგოთ ნამცხვარზე ზევიდან კარამელიზებული ხილი, დაჭრილი ჩირი და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!