გოზინაყი
დაგვჭირდება:
500 გ ნიგოზი
250 გ თაფლი
2 ს.კ. შაქრის პუდრა
ნიგოზი დავრათ და ოდნავ მოვხალოთ. არ უნდა გაოქროსფერდეს. რომ შეგრილდება, დავფერთხოთ და მოვაშოროთ კანი.
თაფლი მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვადუღოთ რამოდენიმე წუთი დაბალ ცეცხლზე და გადმოვდგათ. გავაგრილოთ თაფლი და ისევ ავადუღოთ. ვადუღოთ კიდე ერთი 2-3 წუთი და ისევ გადმოვდგათ და გავაგრილოთ. მესამდე ავადუღოთ თაფლი. ამასობაში თაფლი მოცულობაში დაიკლებს და კონსისტენციას შეიცვლის. თუ წყლის ჭიქაში თაფლი არ გაიხსნება და პატარა ბურთივით დაეცემა, სწორი კონსისტენციაა.
ჩავყაროთ თაფლში ნიგოზი და მოვთუშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთი, თან სულ ვურიოთ. შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა(ასე ჩვენი გოზინაყი უფრო ხრატუნა გამოვა), კარგად მოვურიოთ და გამვრთოთ ქურა.
ამის შემდეგ, გადავიტანოთ ჩვენი გოზინაყი სველ დაფაზე, გავაბრტყელოთ და დავჭრათ, სანამ თბილია.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!