ჩიხირთმა ლიმონით, ლაიმით და პიტნით
როგორც წესი, გადატვირთული სადღესასწაულო დღეების შემდეგ სასარგებლო წვნიანების დრო გვაქვს ხოლმე. ჩიხირთმა-ერთი-ერთი საუკეთესო წვიანია ამ შემთხვევაში და ისედაც, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძია რრომლის მომზადების დროსაც ფრანგულ ტექნოლოგიას ვიყენებთ. კლასიკური ჩხირთმის რეცეპტი ჩვენ არქივში მოიპოვება. დღეს კი ამ არაჩვეულებრივ წვნიანს კიდე უფრო გავაევროპელებთ და ქართული სამზარეულოსთვის დამახასიათებელ ძრის და ქინძის არომატს დახვეწილი ლაიმის და პიტნის არომატებით ჩავააცვლებთ. სინჯეთ, ნამდვილად ძალიან გემრიელია!
დაგვჭირდება:
1 კარგი დედალი
1 თავი ხახვი
2 კვერცხის გული
2 ს.კ. ფქვილი
1 ლიმონის წვენი
ნახევარი ლაიმის წვენი
პატარა კონა პიტნა ან ტახუნა
20 გ კარაქი
მარილი
ქათამი კარგად გავასუფთავოთ და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ ბულიონიდან, მოვაყაროთ მსხვილი ზღვის მარილი და დროებით გადავდოთ, ბულიონი კი გადავწუროთ თხელ საცერში.
სქელძირიან ქვაბში ქათმის ცხიმში და კარაქში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავუმატოთ ბულიონი და ავადუღოთ. კვერცხის გული და ფქვილი კარგად ავთქვიფოთ, დავასხათ ერთი ჩამჩა მდუღარე ბულიონი და კარგად მოვურიოთ, რომ არ აიჭრას. ნელ-ნელა ჩავუმატოთ ეს მასა მდუღარე ბულიონს და თან სულ ვურიოთ. ერთი-ორი წუთი ვადუღოთ, შემდეგ კი დავუმატოთ მარილი, ლიმონის და ლაიმის წვენი, მოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა.
ქათამი დავჭრათ პორციულ ნაჭრებად, მოვაშოროთ ძვლები და ჩავალაგოთ ჩიხირთმაში. თეფშზე გადმორების შემდეგ ყველა ულუფას დავუმატოთ დაჭრილი პიტნა ან ტარხუნა.
გემრიელად მიირთვით!