top of page

პიერ ერმეს ვანილის ბრილიანტები


150 გ კარაქი

200 გ ფქვილი 70 გ შაქრის პუდრა

0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ან ლიმონის წვენში გახსნილი სოდა

მწიკვი მარილი

ვანილი

2 კცერცხის გული

100 გ შაქარი

ფქვილი, შაქრის პუდრა, მარილი, ვანილი და გამაფხვიერებელი შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი და ხელით მოვზილოთ ცომი. ვზილოთ, სანამ ელასტიურ, ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.

გავყოთ ხომი 4 თანაბარ ნაწილად, მივცეთ თითოეულს ცილინდრის ფორმა, გადავაკრათ პლასტიკი და შევდოთ საყინულეში დაახლოებით 20-30 წუთით.

გაციებულ ცომს გადავუსვათ კვერცხის გული და კარგად ამოვავლით შაქარში. შემდეგ დავჭრათ სიბრტყეზე დაახლოებით 1-1,5 სმ სისქის რგოლებად, დავალაგოთ ეს რგოლები საცხობ ფორმაზე, რომელსაც წინასწარ საცხობ ქაღალდს დავუფენთ და გამოვაცხოთ 160 გრადუსამე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთი.

გემრიელად მირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page