top of page

ვინეგრეტი- ლობიოს და ბოსტნეულის სალათი


ყველასთვის კარგად ნაცნობი საბჭოური სალათის სახელწოდება სინამდვილეში ფრანგული სალათების სოუსიდან მოდის. Vinaigrette (vinaigre, ფრანფულად- ძმარი) - სწორდ ასე ეწოდება სალათების სოუსს, რომლის კლასიკურ ვარინტში ბაზას ზეთის და ძმრის ნაზავი წარმოადგენს.

ჩვენ დღევანდელ სალათსაც ასე შევკმაზავთ, მაგრამ მანამდე ბოსტნეული მოვამზადოთ და ამასთვის მათ კი არ მოვხარშავთ, არამედ ღუმლში გამოვაცხობთ. ერთხელ სინჯეთ ბოსტნეულის ასე მომზადება და შედეგი გაგოცებთ.

მაშ ასე, დაგვჭიდება:

6-7 კარტოფილი

2 ჭარხალი

2 სტაფილო

1 ჭიქა ლობიო

100-150 გ კომბოსტოს მწნილი

2-3 ცალი კიტრის მწნილი

1 თავი ხახვი

1 კონა მწვანე ხახვი

პატარა კონა ოხრახუში

3 ს.კ. კახური ზეთი

1 ს.კ. ძმარი

მარლი და შავი წიწაკა-გემოვნებით

კარტოფილი, სტაფილო და ჭარხალი გავრეცხოთ კარგად, მოვასხათ ცოტაოდენი ზეთი, გახვიოთ ფოლგაში და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 40 წუთით. შგვიძლია ბოსტეული უბრალოდ მოვხარშოთ, ამგრამ ასე გაცილებით გემრიელი გამოვა.

ლობიო მოვხარშოთ.გამომცხვარი ბოსტნელი დავჭრათ კუბებეად, შევურიოთ ლობიო, თხლად დაჭრლი მჟავე კომბოსტო, მჟავე კიტრი, ასევე თხლდ დაჭრილი ხახვი და მწვანე ხახვი, ოხრახუში. ავთქვიფოთ ზეთი და ძმარი, დავუმატოთ მარილი და წიწაკა და მოვასხათ ჩვენ სალათს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page