top of page

იტალიური შოკოლადის ნამცხვარი torta caprese


დაგვჭირდება:

5 კვერცხი

150 გ შაქარი

250 გ კარაქი

200 გ შავი შოკოლადი

2 ს.კ. კაკაო

100 მლ რძე

მწიკი მარილი

სოდა ძმრით

ვანილი

250გ ნუშის ფქვილი

50 გ ფქვილი

50 გ სახამებელი

შაქრის პუდრა

კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ დარბილებული კარაქი.

ორთქლზე გავალღვოთ შოკოლადი რძესთან ერთად ერთად და დავამატოთ ესეც ცომს. აქვე დავუმატოთ კაკაო. კვლავ გავთქვიფოთ.

შემდეგ ვუმატებთ ვანილს, მარილს, სოდას ძმრით სახამებელს, ფქვილს და ნუშის ფქვილს.

ფორმას ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი და გადავიტანოთ ცომი. ვაცხობთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით ნახევარი საათი.

გაგრილებულ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page