ბრინჯი მექსიკურად ქათმით
დაგვჭირდება:
50-600 გ ქათმის ფილე
500 გ გრძელი ბრინჯი
1 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
1 სტაფილო
1-2 წითელი ბულგარული წიწაკა
1 წითელი წიწაკა ჩილი
500 მლ წყალი
500 გ პომიდორი
150 გ გაყინული მწვანე ბარდა
1-2 ღერი პრასი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
მარილი
წიწაკების მიქსი
ქათმის ფილე დავჭრათ კუბებად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკების მიქსი, შევწვათ ზეთსა და კარაქში და გადავდოთ.
იგივე ტაფაზე მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი დავუმატოთ პატარა კუბებად დაჭრილი სტაფილო, დაჭყლეტილი ნიორი შემდეგ ტკბილი ბულგარული, წვრილად დაჭრილი ჩილი, ბოლოს კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი (ან ერთი პატარა ქილა კანგაცლილი პომიდორი თავის წვენში) და მწვანე ბარდა (ბარდას წინასწარ მოვასხათ მდუღარე). ერთ 5 წუთში ბოსტნეული ამოვიღოთ ტაფიდან, ჩავყაროთ იქ ბრინჯი და მოვურიოთ. როგორც კი ბრინჯი შეიწოვს ცხიმს და გამჭვირვალე გახდება, დავასხათ ადუღებული წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვთუშოთ დაახლოებით 15 წუთი. ამასობაში წყალი დაშრება და ბრნჯი მოიხარშება.
ამის შემდეგ, დავუმატოთ გადადებული ბოსტნეული, მარილი, წიწაკების მიქსი, კარგად ამოვურიოთ და შევურიოთ ქათმის ფილე. მოვაყაროთ ტხლად დაჭრილი პრასი და დავაფაროთ თავსახური. 5 წუთი გავაჩეროთ ასე და ჩვენი კერძი მზადაა.
გემრილად მიირთვით!