სტაფილოს და ჯინჯერის კრემ-სუპი ფორთოხლით
დაგვჭირდება:
800 გ სტაფილო
1-2 თავი ხახვი
2-3 სმ ჯინჯერის ფესვი
1 ფორთოხლის ცედრა და წვენი
250 მლ ნაღები (33%)
მარილი
წიწაკების მიქსი
20 გ კარაქი
კარაქი გავახუროთ ღრმა, სქელძირიან ქვაბში და დავუმატოთ თხალდ დაჭრილი ხახვი. ხახვის კარამელიზაცია რომ მოხდება, დავუმატოთ გახეხილი ჯინჯერის ფესვი და ვთუშოთ კიდე ერთი წუთი, შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, ერთ წუთში კი დავასხათ დაახლოეით 1,5 ლ. წყალი და მოვხარშოთ.
სტაფილო რომ დარბილდება, ერთი ჭიქა ბულიონი გადმოვასხათ, დანარცენი კარგად დავაბლენდეროთ, დავუმატოთ მარილი, ნაჭები, ფორთოხლის ცედრა და წვენი და მვიყვანოთ ადურებამდე. თუ სუპი ზედმეტად სქელია, დავამატოთ გადადებული ბულიონი. მირთმევის წინ დავამატოთ წიწაკების მიქსი.
სტაფილოს კრემ-სუპს განსაკუთრებით უხდება გახუხული ნივრიანი ორცხობილები
გემრიელად მიირთვით!