top of page

აჯიკაში და თაფლში დამარინადებული ღორის ხორცის ტაჯინი კუსკუსით


მიუხედავად იმისა, რომ ღორის ხორცს არ მიირთმევენ ტაჯინის სამშობლოში, ჩვენ ცოტა წესების შეცვლა გადავწყვიტეთ და ღორის ხორცის ტაჯინს მოვამზადებთ. მერწმუნეთ, საოცრად საოცრად გემირელი გამოვა. თუ თქვენ ტრადიციის დარღვევა და ღორის ხორცის გამოყენება არ გსურთ, მშვიდად შეგიძლიათ შეცვალოთ ის ქათმის ხორცით. მხოლოდ ამ შემთხვევაში ნუ გამოიყენებთ ქათმის ფილეს, ბარკლები და გადანახსენი აიღეთ, ასე უფრო ნაზი და გემრიელი კერძი გამოგივათ.

დაგვჭირდება:

1 კგ რბილი ღორის ხორცი

2 კომში

500 გ ბრუსელის კომბოსტო

100 გ ნორჩი მწვანე ლობიო (გაყინული გამოიყენეთ)

1 წითელი ბულგარული

1 დიდი ქილა კანგაცლილი პომიდორი საკუთარ წვენში

1 სტაფილი

1-2 ხახვი

100 გ კურაგა

დარიჩინი დანის წვერზე

2 ს.კ. თაფლი

1 ს.კ. აჯიკა

1 ფორთოხლის წვენი და ცედრა

შავი წიწაკა

მარილი

ზეითუნის ზეთი

ცალკე: 1,5 ჭიქა კუსკუსი

შაფრანის ძაფები თაფლი, აჯიკა, ფორთოხლის ცედრა და წვენი, დარიჩინი, მარილი და შავი წიწაკა შევურიოთ ერთნმანეთს. ღორის ხორცი კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ნაღრებად და ჩავდოთ ამ მარინადში. ხელით კარგად ავსრისოთ, ყველაგ რომ შეუვიდეს და გავაჩეროთ ერთი 40 წუთით.

ამასობაშ, მოვამზადოთ ბოსტნეული: სტაფილო დავჭრათ რგოლებად, კომშები გავჭრათ 8 ნაჭრად, კურაგა - შუაზე.

ტაჯინში ჩავასათ ცოტაოსენი ზეითუნის ზეთი, მოვთუშთ თხლად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დამარინადებული ხორცი მარონადთან ერთად და მოვბრაწოთ მსუბუქად. დავუმატოთ გამზადებული ბოსტნეული, პომიდორი, კომბოსტო, ლობიო და ჩირი და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე 1,5 საათით. ამის შემდეგ, დავუმატოთ მარილიანი ლიმონი (ლიმონს წინასწარ გავავლოთ წყალი), ვთუშთ კიდე ერთი 15 წუთი და გამოვრთოთ ქურა.

სანამ ტაჯინი მზადდება, მივხედოთ კუსკუსს: მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ იგივე რაოდენობის მდუღარე წყალი, დავუმატოთ შაფრანი, 1-2 კოვზი ზეითუნის ზეთი, დავაფაროთ თავახური და დავტოვოთ ერთი 5 წუთით. ამასობაში გაფუვდება, მოიმატებს ზომაში და მომზადდება.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page