მსხლის და გორგონძოლას სალათი
დაგვჭირდება:
1 კარგი კონა სალათის ფოთლების მიქსი
1 პატარა თავი ხახვი
1 მაგარი მსხალი
50 გ ყველი გორგონძოლა
50-100 გ ნიგოზი
50 გ ყავისფერი შაქარი
3 ს.კ. წყალი
დრესინგისთვის:
1 ჩ.კ. ძმარი
1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
1 ჩ.კ. თაფლი
2 ს.კ. ნიგვზის ზეთი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
შავი წიწაკა
ნიგოზი ოდნავ მოვხალოთ და გავასუფთაოთ.
შაქარს დავუმატოთ წყალი და დავდგათ საშუალო ცეხლზე. მოვამზადოთ კარამელი (გამუქდება და დუღილს დაიწყებს). დავუმატოთ ნიგოზი და კარგად მოვურიოთ. გადავდოთ პერგამენტზე, გავანაწილოთ, ერთ მუჭად რომ არ იყოს შეკრული და გავგრილოთ.
მოვამზადოთ დრესინგი: ძმარი, ორნაირი ზეთი, წვრილად დაჭრილი ხავი, თაფლი და დოჟონის მდოგვი კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ ცოტა მარილი და წიწაკა.
მწვანე სალათი გავრეცოთ და გავჭროთ, დავუმატოთ თხლად დაჭრილი მსხალი, დაფვნილი გორგნძოლა, მოვაყაროთ კარამელიზებული ნიგოზი და მოვასხათ დრესინგი.
გემრიელად მიირთვით!