top of page

რუკოლას სალათი მსხლით და პარმეზანით

  • Manana
  • 25 янв. 2019 г.
  • 1 мин. чтения

დაგვჭირდება:

1 კონა რუკოლა

2 არომატული მაგარი მსხალი

50 გ ყველი პარმეზანი

50 გ ნიგოზი

ნახევარი ლიმონის წვენი

1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ზღვის მარილი

შავი წიწაკა

ნახევარი ჩ.კ. ყავისფერი შაქარი

მსხვილად დავანაწევროთ ნიგოზი და მოვხალოთ.

მოვამზადოთ დრესინგი: ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, მდოგვი, მარილი, წიწაკა და შაქარი ავთქვიფოთ კარგად. ჩავდოთ ამ სოუსში თხლად დაჭრილი მსხალი.

რუკოლა გავრეცხოთ და გავაშროთ. შევურიოთ სალათს მსხალი, მოვაყაროთ მოხალული ნიგოზი და დათლილი პარმეზანი. დარჩენილი დრესინგი მოვასხათ სალათს.

გემრიელად მიირთვით!

Comments


Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page