top of page

ყავის მაფინები


დაგვჭირდება:

120 გ კარაქი

200 გ შაქარი

2 კვერცხი

250 მლ რძე

1 ჩ.კ. სოდა ძმრით

ვანილი

დანის წვერზე- დარიჩინი

მწიკვი მარილი

2 ს.კ. კაკაო

2 ს.კ. ხსნადი ყავა

350 გ ფქვილი

კარგად ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი, დავუმატოთ მწიკვი მარილი, კვერცხი, გავთქვიფოთ.შემდეგ ჩავასხათ რძე, სოდა ძმრით, ვანილი. სურვილსამებრ, დაუმატეთ დარიჩინი, ეს მაფინებს განსაკუთრებულ პიკანტურობას შესძენს.

ცალკე კარგად ავურიოთ ფქვილი, ყავა და კაკო. დავუმატოთ ეს მასა ცომს და კიდე კარგად მოვურიოთ.

გადავიტანოთ ცომი მაფინების ფორმებში (ფორმებს წინასწარ კარგად წავუსვათ კარაქი) და გავავსოთ 3/4. გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახოლებით 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page